ხალხური

* * *

ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა
კუთხე მარჯვენა სკდებისა.
ზედა ზის შავი ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი,
გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი,
სანთელივითა დნებისა.