ხალხური

შავლეგო

შავლეგ ჩამოხტა
შავსა გრილოსა,
ომი მოგვიხდა,
ომი, რა ომი!
ლეშის ნაკუწი
ხორად დგებოდა,
სისხლი ნაღვარი
ზღვას ერეოდა,
შუბის ნამტვრევი
ცასა ხვდებოდა.