ხალხური
* * *
სანდრომ თქვა: ეხლა დავბერდი,
გავხდი სამოცი წლისაო,
აღარც ვიზრდები, რა ვუყო,
აღარც მოვიცვლი კბილსაო,
ისე მაშინებს სიკვდილი,
როგორც მიმინო ჩიტსაო.
წავალ და დავიკარგები
ჩავალ ალაზნის პირსაო.
იქ ვერ მიპოვის სიკვდილი
გადავა თავის პირსაო.