ხალხური

* * *

ნეტავი შემატყობინა,
მამა-პაპანი რა ქნილან,
ან მოყვარული ცოლ-ქმარნი
უდროოთ რისთვის გაყრლან?
დაცლილან ნასახლარები,
ზოგნი სულ წმინდათ აყრილან,
ამ სოფელს აღარ დამდგარან,
იმ სოფლის მკვიდრნი შაქმნილან.