ხალხური

* * *

მაღლაით მოვლენ ღურბელნი,
გორებზე დაეკიდება...
ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა,
გულს ჟანგი მაეკიდება;
ჯავრის მომყოლსა ვაჟკაცსა,
რა კარგი წაეკიდება;
ჯანი და ღონე წაუვა,
გმირობა გაეყიდება...
ასადგომნელად აიწევს,
არგანზე დაეკიდება!