ვაჟა-ფშაველა

სიმღერა

მე რო ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა ტირის:
ასეთი არი ქვეყანა.

ვისაც არ მოგწონთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა?!

მაგრამ გავიგებთ ერთხელაც
ვინ ახლო ვსდგავართ ღმერთთანა.