ვაჟა-ფშაველა

* * *

მადლობელი ვარ, დამბადებელო,
ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,
როგორიც ამ დღეს საჭირო არი,
სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.
ეკლებზე ვწევარ, არაფერს ვიმჩნევ,
მაინც ღმერთს ვმადლობ, - ეშმაკს შეჰშურდა.