გრიგოლ რობაქიძე
აქლემი
აყუდებული. აყროყვილი. ორკუზიანი.
ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბუში.
ბაიასავით გამომწვარი ზანგელა ბურში.
უცხო. უთვისო. მატანტალა. შორიგზიანი.ამპარტავანი. ნელი. დინჯი. თავაზიანი.
მოდუნებული მეოცნებე შორეთის მურში.
მორცხვი. კეკელა. მოალერსე. მუსუსი. მრუში.
გახუნებული მაგრამ მაინც მარად მზიანი.საოცარია შენი ზანტი მთქნარებით თვლემა:
მზეთა გალხობით რომ მოთენთა უდაბნოს რთველმა.
ქიმერის თავის ღიმით გასცქერ ალმურს კომლიანს –თითქოს გესუნთქვის არაბეთის ამწვარი ნარდი.
და უშნო ცოხვნით ოდეს ერთვი მელანქოლიას
დორბლიან ტუჩზე გიობდება სამყაროს დარდი.აგვისტო 1918
გ.რ. თავი-და-თავი აქ ბოლოა.