მორის ფოცხიშვილი

მიწა

მიწა თითქოს და მიწაა ყველგან,
მაგრამ,
   ს ა მ შ ო ბ ლ ო ვ,
ვინც კი ფეხი
შენს მიწაზე აიდგა ერთხელ
უკლებლივ ყველა
შენს მიწაში დამარხვას ნატრობს.