მორის ფოცხიშვილი
ფრე, ანუ მეფეთა სამშვიდობო ზავი,
საჭადრაკო დაფაზე გამართული სისხლისღვრის შემდეგმიყარ-მოყარეს პაიკები,
მიფანტ-მოფანტეს ოფიცრები,
მსხვერპლად გაიღეს კუ და მხედარი.
არ დაიტოვეს ლაზიერები
და ბოლოს, როცა
მარტონი დარჩნენ,
მიხვდნენ,
ვერაფერს გააწყობდნენ
ერთურთთან დავით, -
მამლაყინწებმა
შესთავაზეს ერთმანეთს ზავი.