მორის ფოცხიშვილი
* * *
ბავშვივითა ვარ ხანდახან, -
გაორთქლილ მინაზე
ჩემს სახელს ვწერ...შორს, თეთრი ეზოს გადაღმა
თეთრი ზამთარი
ლურჯად იღებავს წვერს.თოვლი ფიქრების დღიურს შლის,
ქარი ქუჩებში მიიკვლევს გზებს,
ცაში, ვით აქვარიუმში,
ოქროს თევზივით
დაცურავს მზე...ბავშვივითა ვარ ხანდახან, -
გაორთქლილ მინაზე
ჩემს სახელს ვწერ...