შოთა ნიშნიანიძე (1929-1999)

შოთა ნიშნიანიძე დაიბადა თბილისში. 1953 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1960 წ. - მოსკოვის მ.გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წ. გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“. პირველი პოეტური კრებული „მე და შენ“ დაიბეჭდა 1956 წ. შემდეგ არაერთი კრებული და ერთტომეული გამოსცა. მის წიგნთაგან აღსანიშნავია: „კაფე-თესე“ (1959), „ზეთისხილის რტო“ (1961), „მზე და ჩრდილი“ (1963), „ხილვები“ (1969), „მზე შუბის ტარზე“ (1970), „ერთტომეული“ (1979) და სხვა მრავალი.

პოეტს 1975 წ. მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 1977 წ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია ლექსისათვის „ძახილი“. 1977 წლიდან იყო ჟურნალ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი, ხოლო 1981 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. გარდაიცვალა 1999 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.