წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
მწუხარებაქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარება წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემ გვამსა ზედ გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.ესე უწყალოდ გაწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!1860, 11 ივლისსა [პავლოვსკი]