ხვალემ იზრუნოს ხვალისა
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა.შეხედე, როგორ ჩქარია
ამქვეყნიური დიდება,
შეხედე, რა სიზმარივით
წუთი წუთს მიეზიდება!არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა,
წყალმა წაიღოს დიდება,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა.