თვალს ნაზი და მთვარეული
თვალს ნაზი და მთვარეული
აღელვებდნენ ლანდები,
ვიყავ ლხინში ჩარეული –
ღვინით თვალანანთები.უცებ გაჩნდა ტრიანონის
კოშკი გულის ნდომანი,
დე-გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი...მივაფრენდი ამაყ მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები, -
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდნენ სხვა ტავერნები.და ვხედავდი, როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის,
და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას.