გალაკტიონ ტაბიძე

* * *

ტბა შრიალებდა, როგორც შოპენის
მთვარიან ნისლში შესული ვალსი.
ვიყავ მნახველი იმ გამოფენის,
რომელსაც ერქვა: რკალები წყალზე.

განვლილ ზაფხულის მოსაგონარად
დარჩენილიყო ძველი დივანი.
ფანტასტიური, როგორც ზეფირი,
გადაჰყურებდა წყალს აივანი.