შენ აღტაცებით ისევ ენთები
შენ აღტაცებით ისევ ენთები,
ძველი ტაძრები ისევ შენდება,
ეფემერიდებს გამოენთები
და მაინც სადმე გაგითენდება.მთები დგას, როგორც გიგანტი გრდემლი,
ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები,
მოგენატრება ბავშვური ცრემლი,
ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები.