გალაკტიონ ტაბიძე

* * *

შეცდომა ქვეყნად რაოდენია
(არ გეცინება და იცინი კი),
კაცი მგონია გმირი, გენია
და აღმოჩნდება უცებ ცინიკი.
მე მენანება მცდარი იმედი.
კვლავ დანარცხებად მიწას შთენია
აღტაცებული ცად განიმედი.
შეცდომა ქვეყნად რაოდენია!