რაა ეს გრძნობა?
მყუდრო ნაპირზე სადაც ზღვის წინწკლებს
ათამაშებდა სუნთქვა სიოსი,
აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა
ყრმა მეოცნებე და გენიოსი.და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა:
„ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი,
რომ ფიქრებ, თითქოს გასცილდი საზღვარს,
რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი?“ყრმა კი ამყად უპასუხებდა:
„საიდან იცნობს ეგ გულცივობა,
თუ რა ძალაა შემოქმედისთვის
საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“ტალღა კვირობდა: „რა შობს ამ გრძნობას,
უცნაურ ძალს რომ ესაბამება?!“
და ყრმა ამაყად უპასუხებდა:
„ამგვარად გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“