მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,
მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.
ოცნებას შვენი, ვით ლოცვა შენი,
შოპენი, ვერდი და პაგანინი.პოეტის ახლოს გედება ალი,
იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,
მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი.