ჰამლეტის ქნარით
ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი... წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე!
მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! – ის ცის უარმყოფელია...
წადი... წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!..1910