ღვინოს დააბრალებენ
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.სადაც უნდა შევიარო
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო
ღვინოს დააბრალებენ.ო, ძვირფასო, ჯვარზე მაგეს,
გაჰქრა გიჟი ოცნება.
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება?