ღელავდნენ...
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.