ჯანსუღ ჩარკვიანი

ივერია

ივერია, ივერია,
ქვა, ქვა მღერის, ივერია,
ჯერ არასდროს, ქვაო, ქვაო,
ასე არ დაგიმღერია.
ივერია, ივერია,
ცაშია და მაღალია,
მისი ფერი, ლურჯი ფერი
ლურჯი ყანის ღაღანია.
მოდის, მოდის რუსთაველი
ავთანდილის ლხენითაო...
- რა მარჯვენა ხელითაო,
რა მარჯვენა ხელითაო?
თესვითა და მომკითაო...
შრომითა და როკვითაო...
ქვაში ერის სიყვარული,
ქვაში, ერის სილაღეო,
ღმერთო, ღმერთო, შენ შეჰმატე
ივერიას სიმაღლეო.

1967