აკაკი წერეთელი
ნათლისღება
კურთხეული კიდით-კიდე
მადლით ღელავს იორდანე,
შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს
ერთად წმინდა იოანე.არემარეს, იქ მღელვარეს,
მიმოავლო ლოცვით თვალი
და იხილა შორით სერზე
მგზავრი მშვიდად მომავალი.ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! –
და უჩვენა მგზავრი თითით, -
მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა,
ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად
მოიკითხა იოანე...
უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად,
მეც განმწმინდა და განმბანე“.ჩადგა წყალში იოანე,
ნათელს-სცემდა წმინდა წყლითა
და იმავ დროს მტრედის სახედ
გადმოვიდა სული-წმიდა.1890